ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ სერვისს — ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორი გუნდი მარკეტინგსა და გაყიდვებში. თითოეულ პროექტთან ვმუშაობთ სრული ჩართულობით, როგორც თქვენი გუნდის ნაწილი. სწორედ ეს არის ჩვენი დაპირება: ექსკლუზიური პარტნიორობა, გარანტირებული შედეგი.
ხშირი
კითხვები
პასუხები, სანამ დაგვიკავშირდებით
ჩვენი მოდელი სცდება სტანდარტულ აუთსორსინგს — ჩვენ ვხდებით თქვენი გუნდის პარტნიორი. ჩვენი მუშაობის მოდელი არ არის უბრალოდ მომსახურება: ეს არის ერთ გუნდად მუშაობა და მუდმივი კომუნიკაცია. თქვენ იღებთ გუნდს, რომელიც თქვენი პროექტის მიზნებზეა ორიენტირებული და შედეგზე თქვენთან ერთად აგებს პასუხს.
პროექტის საწყის ეტაპზე ვერთვებით — რაც უფრო ადრე იწყება თანამშრომლობა, მით უფრო მყარია შედეგი. ადრეული ჩართვა საშუალებას გვაძლევს, ანალიზი, დაგეგმარება, მარკეტინგი და გაყიდვები ერთიან სტრატეგიად ავაწყოთ. ამასთან, უკვე მიმდინარე პროექტსაც ვუერთდებით — თანამშრომლობის დაწყება ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
მარკეტინგი და გაყიდვები აღარ არის ორი დამოუკიდებელი სერვისი — ეს ერთიანი სისტემაა. როდესაც ერთი აუთსორს კომპანია პროექტის მარკეტინგზე მუშაობს, ხოლო მეორე გაყიდვებს მართავს, ამ ორ პროცესს შორის ჩნდება აცდენა და შედეგად ვიღებთ არ შემდგარ გარიგებებს. ამიტომ ორივე მიმართულებას ერთ სისტემად, ერთი გუნდით ვმართავთ.
პროცესი ერთი ჯაჭვია: სამშენებლო იდეა → მარკეტინგული სტრატეგია → ეფექტური ციფრული რეკლამა → დაინტერესებული მომხმარებლის შეტყობინება → გამოცდილი გაყიდვების გუნდი → მომხმარებლის კმაყოფილება. ვაანალიზებთ ბაზარს, ვქმნით სტრატეგიას და ვნერგავთ ციფრულ გადაწყვეტებს — ყოველი რგოლი ერთ სისტემაში მუშაობს.
დიახ — ვერთვებით საწყის ეტაპზე და ვარჩევთ ლოკაციებს, სადაც მოთხოვნა და რეალიზაციის პოტენციალი ყველაზე მაღალია. ანალიზი და მიწის შერჩევა ჩვენი სერვისების პირველი მიმართულებაა და სწორედ აქ ეყრება საფუძველი პროექტის წარმატებულ რეალიზაციას.
ვთანამშრომლობთ დაგეგმარების ეტაპზე, რათა ბინები იყოს მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი. ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით ვეხმარებით თქვენს გუნდს, პროდუქტი მყიდველის რეალურ მოთხოვნას მოერგოს — ეს კი გაყიდვების ტემპზე პირდაპირ აისახება.
შედეგი სტაბილური გაყიდვების სისტემაა: მიზნებზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია, ეფექტური ციფრული რეკლამები და პროფესიონალი გაყიდვების გუნდი. სწორედ ამ სამი კომპონენტის ერთიანი მუშაობა ქმნის გაზომვად და სტაბილურ შედეგს, რომელსაც თანამშრომლობის დაწყებისას შეთანხმებული მიზნებით ვაფასებთ.
მარკეტინგსა და გაყიდვებს ერთი გუნდი მართავს, ამიტომ ბიუჯეტი და ლიდები ერთ სისტემაში მოძრაობს — აცდენის გარეშე. კონკრეტული პირობები თანამშრომლობის დაწყებისას, ინდივიდუალურად თანხმდება, ჩვენი მოდელის საფუძველი კი ერთ გუნდად მუშაობა და მუდმივი კომუნიკაციაა.
თუ გეგმავთ დეველოპერული პროექტის დაწყებას, ან გსურთ არსებული პროექტის გაყიდვების გაუმჯობესება — დაგვიკავშირდით. დაგვირეკეთ ნომერზე (+995) 500 50 77 22 ან მოგვწერეთ მისამართზე info@tenor.ge — გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.