სტაბილური გაყიდვების ფორმულა: რატომ სჭირდებათ დეველოპერებს მარკეტინგის და გაყიდვების ერთიანი სისტემა

როდესაც მარკეტინგს ერთი გუნდი მართავს, ხოლო გაყიდვებს — მეორე, ამ ორ პროცესს შორის ჩნდება აცდენა. სტაბილურ შედეგს კი მხოლოდ ერთიანი სისტემა იძლევა.

2 წთ

როდესაც მშენებარე პროექტი ვერ ინარჩუნებს გაყიდვების სტაბილურ ტემპს, იზრდება ფინანსური რისკები: ფერხდება მშენებლობის გრაფიკი, იკარგება მოგება და რთულდება შემდეგი ეტაპების დაფინანსება. ეს არ არის მხოლოდ გაყიდვების პრობლემა — ეს მთელი დეველოპერული ბიზნესის პრობლემაა.

როდესაც ერთი აუთსორს კომპანია პროექტის მარკეტინგზე მუშაობს, ხოლო მეორე გაყიდვებს მართავს, ამ ორ პროცესს შორის ხშირად ჩნდება აცდენა — მარკეტინგი „ლიდებს“ გამოიმუშავებს, გაყიდვების გუნდი კი სულ სხვა ლოგიკით მუშაობს. შედეგად ვიღებთ არ შემდგარ გარიგებებს.

მიზეზი ხშირად ერთია: მარკეტინგი ანგარიშს აბარებს გამომუშავებული „ლიდების“ რაოდენობით, გაყიდვების გუნდი კი — გარიგებებით. როცა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს არ უკავშირდება, პასუხისმგებლობაც პროცესებს შორის იკარგება. ჩვენი მიდგომა ამ ბუნდოვანებას გამორიცხავს:

წარმატებული შედეგი გაყიდვების მენეჯერის პასუხისმგებლობაა.

ერთი
სისტემა

მარკეტინგი და გაყიდვები აღარ არის ორი დამოუკიდებელი სერვისი. ეს ერთიანი სისტემაა. სტაბილური გაყიდვებისთვის აუცილებელია სისტემა, რომელიც სამ კომპონენტს აერთიანებს:

  • მიზნებზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია
  • ეფექტური ციფრული რეკლამები
  • პროფესიონალი გაყიდვების გუნდი

როდესაც სამივე კომპონენტს ერთი გუნდი მართავს, სტრატეგია, კრეატივი და გაყიდვების ყოველი საუბარი ერთ ენაზე მეტყველებს — დაინტერესებული მომხმარებლის შეტყობინება აღარ იკარგება პროცესებს შორის და გამოცდილ გუნდს ის გარიგებამდე მიჰყავს.

თანამედროვე არქიტექტურა — მშენებარე დეველოპერული პროექტი
წარმატებული დეველოპერული პროექტი მშენებლობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის ერთობლიობაა.

ეს მიდგომა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ციფრული გარემოს ცვლილებასთან ერთად: Meta-ს AI ოპტიმიზაცია სულ უფრო მეტ გადაწყვეტილებას იღებს ალგორითმის დონეზე, კრეატივი კი სტრატეგიის მთავარი ინსტრუმენტი ხდება. ასეთ გარემოში მარკეტინგისა და გაყიდვების გამყოფი ხაზი საბოლოოდ ქრება — რჩება ერთი სისტემა, რომელსაც სამშენებლო იდეა მომხმარებლის კმაყოფილებამდე მიჰყავს.

ყველა სტატია

დაგვიკავშირდით

ექსკლუზიური
პარტნიორობისთვის
დაგვიკავშირდით

(+995) 500 50 77 22
info@tenor.ge